2018-04-04 18:48:17, 2083 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ
საფრანგეთში რკინიგზის თანამშრომლებმა 2-დღიანი გაფიცვა დაიწყეს.
CNN-ის ცნობით, გაფიცვა ოთხმა პროფკავშირმა გამოაცახდა. მიზეზი ხელისუფლების ინიციატივაა, რომელიც სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის რეფორმას ითვალისწინებს.
რკინიგზის თანამშრომლები შიშობენ, რომ რეფორმა სარკინიგზო კომპანიის პრივატიზაციას გამოიწვევს, რასაც ხელისუფლება უარყოფს.
გაფიცვის გამო, TGV-ის ჩქაროსნული მატარებლების 87% და რეგიონული მატარებლების 80% არ მუშაობს, გარდა ამის პარიზიდან Eurostar-ის მატარებლების გრაფიკი დაირღვა.
ავტორი: ,