2018-04-04 16:34:38, 482 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში დასუფთავების სამსახურის 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა
ქობულეთში დასუფთავების სამსახურის 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა.
მეეზოვეები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრემიის მიღებას ითხოვენ.
"ხელშეკრულებაში გაწერილი გვაქვს, რომ 3 თვეში ერთხელ, კვარტალურად გვეკუთვნის პრემია 280 ლარის ოდენობით. ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ პრემიას და იმედი გვაქვს, რომ გონს მოეგებიან. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას გავაგრძელებთ", - აცხადებენ მეეზოვეები.
ამასთან, მათთვის გაუგებარია, რა მიზეზით არ გასცემს ქობულეთის მერია აღნიშნულ თანხას.
ავტორი: ,