2018-04-04 15:35:51, 437 ნახვა
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნულ მონაკვეთზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ძლიერი ქარბუქის გამო, აკრძალვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე.
ავტორი: ,