18:16 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 17:45:57, 2225 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა ფეთჰულა გიულენი რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა და მისი დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზებში დაადანაშაულა და ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ Haberturk იუწყება.

მედია საშუალენის ინფორმაციით, თურქეთის სასამართლომ გიულენის და მისი 7 მიმდევრის დაკავების ორდერი უკვე გასცა. გამოძიება ვარაუდობს, რომ კარლოვის მკვლელობის განკარგულება სწორედ ფეთჰულა გიულენმა გასცა.

მანამდე თურქეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მევლუთ ალთინთაში, რომელმაც რუსეთის ელჩი მოკლა, გიულენის მომხრე იყო, თუმცა მქადაგებელი მკვლელობაში არ დაუდანაშაულებიათ.

სულ ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე 7 პირია დაკავებული, მათ შორის 3 ყოფილი პოლიციელია. ამასთან, დაკავებულია იმ ფოტოგამოფენის ორგანიზატორიც, სადაც ელჩის მკვლელობა მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში იმ დროს მოკლეს, როდესაც ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics