2018-04-02 15:44:23, 2161 ნახვა
მსოფლიო
ჩინური კოსმოსური სადგური წყნარ ოკეანეში ჩავარდა
ჩინური კოსმოსური სადგური „ტიანგონგ-1“ წყნარ ოკეანეში ჩავარდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
ხომალდის მნიშვნელოვანი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვა.
ცნობისთვის, "ტიანგონგ-1" 2011 წელს ამოქმედდა. 2016 წელს ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლება განაცხადეს, რომ ქვეყანამ სადგურზე კონტროლი დაკარგა და მას შემდეგ ის დედამიწას ნელ-ნელა უახლოვდებოდა. არსებობდა საფრთხე, რომ ხომალდის ნაწილები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ჩამოვარდება, მათ შორის საქართველოშიც.
ავტორი: ,