2018-04-01 16:57:15, 2284 ნახვა
მსოფლიო
აშშ-დან გაძევებულ 60 რუს დიპლომატს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს
აშშ-დან გაძევებულ 60 რუს დიპლომატს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დიპლომატებს, ქვეყანაში შესვლა 5 წლით აეკრძალათ.
"მათი ქმედებები შეუთავსებელია დიპლომატის ქმედებებთან. რუსეთის საელჩოდან 48 და გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან 12 დიპლომატს ქვეყანაში შემოსვლა ხუთი წლის ვადით აეკრძალა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, თავისი ქვეყნიდან რუსი დიპლომატები ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის გამო გააძევა.
ავტორი: ,