2018-03-31 19:20:06, 890 ნახვა
რეგიონი
მესტიაში, სადაც ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, შს მინისტრის მოადგილე ჩავიდა
მესტიაში, სადაც „მესტია ჭალაჰესის“ მშენებლობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ჩავიდა.
კახა საბანაძე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას სიტუაციას ეცნობა და მოსახლეობის პოზიციებს ისმენს.
ცნობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობა "მესტიაჭალა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს და ტერიტორიიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ სამშენებლო ტექნიკა ტერიტორიას არ დატოვებს.
ავტორი: ,