18:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 14:36:42, 1831 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ლავროვის განცხადებაზე: ჩვენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად - ეს არის ჩვენთვის მთავარი", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევებაზეა საუბარი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებს სოლიდარობას უცხადებს.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობს სარკისებური ეფექტი. მანვე დასძინა, რომ საქართველოს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები აქვს და მისი ყოველი მოქმედება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ სწორად და ვიმოქმედოთ პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები და ჩვენი ყოველი გათვლა ეფუძნება ამ პრინციპებს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ​.

შეგახსენებთ, კრემლმა იმ ქვეყნების დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, საიდანაც რუსი დიპლომატები „სკრიპალის საქმის“ გამო, გააძევეს. ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, „იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეუერთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას საპასუხო ნაბიჯები მათთან მიმართებაშიც გადადგას“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics