2018-03-30 16:58:04, 2536 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაჭრეს
საფრანგეთში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაჰიმ ნამაზოვი დაჭრეს, - ამის შესახებ France2 იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ნამაზოვთან ერთად ავტომობილში მისი მეუღლე იმყოფებოდა.
"ინციდენტი დილის 09:00 საათზე, ტულუზას მახლობლად მოხდა. ნამაზოვის ავტომობილს უცნობი პირის ავტომობილი გაუთანამდა და მისი მიმართულებით 8-ჯერ გაისროლა. ჟურნალისტს ტყვია წელში მოხვდა, ხოლო მის მეუღლეს თავში. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერს გამოცემა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენიმე პირი იმყოფებოდა თავდამსხმელის ავტომობილშუ. უცნობია ასევე თავდასხმის მოტივი.
რაჰიმ ნამაზოვი ტულუზაში 2010 წლიდან ცხოვრობს. მანამდე ის აზერბაიჯანში ცხოვრობდა, სადაც მას ემუქრებოდნენ.
ავტორი: ,