2018-03-30 16:30:34, 2279 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ე.წ. კანონიერი ქურდი რუსლან გეგეჭკორი, იგივე „შლიაპა უმცროსი“ დააკავეს
კრასნოიარსკის მხარის პოლიციამ და ბელგოროდის ოლქის სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რუსლან გეგეჭკორი, იგივე „შლიაპა უმცროსი“ დააკავეს და რუსეთიდან გააძევეს.
როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 31 წლის რუსლან გეგეჭკორი კრასნოიარსკის მხარეში სასჯელი მოიხადა. 2017 წელს ის რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად აღიარეს, რამდენიმე დღის წინ კი ქვეყნიდან გააძევეს.
გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, რუსლან გეგეჭკორი საზოგადოებისთვის 2017 წლის თებერვლიდან გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც, ციხის მეჩეთში ჩეჩნებს და დაღესტნელებს დაესხა თავს.
ავტორი: ,