2018-03-30 13:55:27, 2391 ნახვა
მსოფლიო
Russia Today ქალაქ ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს
რუსული ტელეკომპანია Russia Today ქალაქ ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ვირჯინიის შტატში ორი ციფრული სადგურის WNVT-ისა და WNVC-ის მაუწყებლობის შეწყვეტას უკავშირდება. ეს სადგურები ახორციელებდნენ რამდენიმე უცხოური არხის ტრანსლირებას, მათ შორის RT-ს. სადგურების მფლობელმა სიხშირეები ერთი წლის წინ აუქციონზე გაყიდა.
არხის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა კი აღნიშნა, რომ სამაუწყებლო ქსელებისადმი წვდომის უქონლობის მიუხედავად, არხი ვაშინგტონში სხვა პლატფორმებზე გააგრძელებს მუშაობას.
ტელეკომპანია ვაშინგტონში მაუწყებლობას 1 აპრილიდან შეწყვეტს.
ავტორი: ,