2018-03-30 13:48:52, 1965 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა
თურქეთში, იგდირის პროვინციაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა.
მედიის ცნობით, მიკროავტობუსი, რომელსაც ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ირანიდან მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდა, ბოძს დაეჯახა და ცეცხლი წაეკიდა.
14 მგზავრზე გათვლილ ავტოტრანსპორტში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ავტორი: ,