|
2018-03-30 12:08:27, 854 ნახვა
რეგიონი
ბათუმს სამხედრო წვრთნებში „ზღვის ვარსკვლავი 2018“ მონაწილე გემები სტუმრობენ
ბათუმის მეათე ნავმისადგომში დღეს დილით ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის ორი სამხედრო გემი 'TCG FATiH' და 'TCG VOLKAN' შემოვიდა. დახვედრის ცერემონიას ბათუმის პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ესწრებოდა. თურქული სამხედრო ხომალდები ბათუმს „ზღვის ვარსკვლავი 2018"- ის წვრთნების ფარგლებში ეწვია. თურქულ ხომალდებს ვიცე-ადმირალი ჯემალ ოზდენ იაზიჯიოღლუ ხელმძღვანელობს. 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თურქული ხომალდები საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი ერთეულების მონაწილეობით ერთობლივ საზღვაო მანევრებს გამართავენ. ვიზიტის პერიოდში მოქალაქეებს სამხედრო ხომალდების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები. თურქული ხომალდების ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის მოსამსახურეებს შორის გაიმართება ამხანაგური მატჩი ფეხბურთში. ერთობლივი საზღვაო წვრთნების გამართვის მიზნით, „ზღვის ვარსკვლავი 2018" წვრთნების ფარგლებში თურქული ხომალდები საქართველოს უკვე მესამეჯერ სტუმრობენ. ოფიციალური დახვედრის შემდეგ, სამხედრო ხომალდების ეკიპაჟის ხელმძღვანელ პირებს ზურაბ პატარაძემ მთავრობის აპარატში უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქეთი გამოირჩევა აქტიური თანამშრომლობით როგორც კულტურულ-ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თურქეთ-საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავის" ფარგლებში ეს თურქეთის სამხედრო ხომალდების რიგით მე-3 საპორტო ვიზიტია ქ. ბათუმში.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)