|
2018-03-30 11:56:44, 1233 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთიში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის პირველ დღეს ლევან იზორია თურქ კოლეგასთან ნურეთინ ჯანიქლისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ქალაქ ანკარაში თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვის შემდეგ, მინისტრები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ. ვიზიტის მეორე დღეს, ქალაქ გირესუნში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება. ლევან იზორია, ნურეთინ ჯანიქლი და გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. სამმხრივი მინისტერიალი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)