03:41 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 12:04:42, 653 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში" გამართულ ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის მე-19 ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალს დაესწრო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ჭადრაკის ფედერაციისა და ფიდეს ხელმძღვანელი პირები. 

ევროპის ჩემპიონის ტიტული ხორვატმა ივან სარიჩმა მოიპოვა. გამარჯვებულმა 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს 20 ათასი ევრო გადაეცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ივან სარიჩს გამარჯვება მიულოცა და მომავალში ახალი მიღწევები და სპორტული გამარჯვებები უსურვა. 

ბათუმში გამართულ ჩემპიონატში 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 23-მა მონაწილემ, 2019 წელს ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბათუმმა უკვე მეორედ უმასპინძლა კონტინენტის პირველობას, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა. 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics