2018-03-28 17:07:53, 2128 ნახვა
მსოფლიო
„სკრიპალის საქმის“ გამო, სლოვაკეთმა და ლუქსემბურგმა რუსეთიდან ელჩები გაიწვიეს
დიდ ბრიტანეთში დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, სლოვაკეთმა და ლუქსემბურგმა რუსეთიდან ელჩები გაიწვიეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ეს 20 წლის განმავლობაში პირველი ფაქტია, როდესაც სლოვაკეთი რუსეთიდან ელჩს იწვევს.
რაც შეეხება ლუქსემბურგს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ დიდ ბრიტანეთს და სკრიპალის მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ორივე ქვეყანა, რუსი დიპლომატების გაძევების საკითხსაც განიხილავს.
ამ დროისთვის, ევროკავშირისა და ნატოს- წევრმა ქვეყნებმა საერთო ჯამში 140-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.
ავტორი: ,