|
2018-03-28 12:39:05, 794 ნახვა
რეგიონი
ხეხილის ბაღები გურიაში - „მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში არ გახორციელებულა“
მსხალი, ვაშლი, გარგარი, ჟოლო - ხეხილის და კენკრის ეს კულტურები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში თითქმის 60 ჰეტქარზე შპს "ჯეონათს კომპანიმ" გაააშენა, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენიგიორგი ჩხაიძეა. ამ ტიპის და მოცულობის ხეხილის ბაღი, რომლის გაშენებაში მილიონ ნახევრის ლარის ინვესტიცია უკვე ჩაიდო საქართველოში ერთადერთია. კომპანიის დირექტორის რევაზ ჩიტიძის თქმით პრეოქტის ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარს შეადგეს და იგი 2019 წლისთვის დასრულდება: "ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენდა ვაშლის, მსხლის, ჟოლოს, გარგარის ინტენსიური ბაღი. იგეგმება ჟოლოს პლანტაციის გაშენება 30 ჰექტარზე. პარალელურად მიმდინარეობს დარჩენილი ტერიტორიების გაკულტურება. ასევე, იგეგმება გადამამუშავებელი და სამაცივრე საწარმოების მშენებლობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რევაზ ჩიტიძემ. მისივე თქმით ამ ეტაპზე 20 ადგილორბივია დასაქმებული, თუმცა პროექტის სრულად გახორციელების შემდეგ კიდევ 50 ადამიანი დასაქმდება. ჩიტიძის ინფორმაციით, კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და მონაწილეობს პროგრამაში „დანერგე მომავალი“. ხეხილის ბაღები გუშინ გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოინახულეს. მერაბ ჭანუყვაძის თქმით, კონკრეტულ სფეროში მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში ამ დრომდე არ გახორციელებულა: „მინდა აღვნიშნო, რომ კონკრეტულ სფეროში მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში არ გახორციელებულა და დარწმუნებული ვარ, სანერგე მეურნეობას ექნება მნიშვნელოვანი ადგილი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს, ამ მიმართულების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. სახელმწიფო მუდმივად ეხმარება მეწარმეებს და ბიზნესმენებს, რათა მეტად შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ. როგორც კომპანიაში გვითხრეს, გარდა ხეხილის ბაღებისა, მალე ლანჩხუთში სათევზე მეურნეობა გაშენდება, რომელშიც 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
(R)
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)