14:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 18:14:50, 2049 ნახვა

მსოფლიო
კემეროვოს ვიცე-გუბერნატორმა დაღუპულთა ოჯახებს პატიება მუხლმოდრეკილმა სთხოვა

კემეროვოს ვიცე-გუბერნატორმა სერგეი ცივილევმა ხანძრის დროს დაღუპული და დაშავებული ადამიანების ახლობლებს მუხლმოდრეკილმა პატიება სთხოვა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მანამდე, ცივილევმა ერთ-ერთ მომიტინგეს, რომელმაც ხანძარში და, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა, პიარში დასდო ბრალი.

ცივილევმა სცადა, რომ აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიემართა, თუმცა როდესაც მის გამოსვლას შეძახილები მოჰყვა, ის მუხლებზე დადგა და განაცხადა: "მინდა პატიება გთხოვოთ".

ხანძრის შედეგად დაზარალებულები დილიდან აქციას მართავენ. მოქალაქეები ხელისუფლებას დაღუპულების შესახებ ყველა ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასევე ოლქის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გათავისუფლებაა.

შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მაღ შორის 41 ბავშვია.  44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. კემეროვოში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო და რეგიონის დროშები დაეშვა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.

 

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics