2018-03-26 19:05:09, 2089 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი დიპლომატების გაძევებაზე: ჩვენ არ მოვითმენთ რუსეთის უწესო საქციელს
რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთის ქმედებებს შედეგი მოჰყვება, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.
„დღეს აშშ და ჩვენი მეგობრები ნათელ მესიჯს უგზავნიან რუსეთს, რომ ჩვენ არ მოვითმენთ მის უწესო საქციელს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.
ასევე, ჰეილის თქმით, გაერო-ში რუსეთის სპეცსამსახურების 12 თანამშრომელი იყო გამოვლენილი, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ.
ავტორი: ,