14:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 15:32:42, 1885 ნახვა

მსოფლიო
რუს დიპლომატებს ქვეყნიდან პოლონეთიც აძევებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

"ეს უკვე გადაწყვეტილია. პოლონეთი ცოტა ხანში ამას ოფიციალურად განაცხადებს", - განაცხადა რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ელჩები ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარეს.

ცნობისთვის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები და 20-მდე ევროპული ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი მოსკოვიდან მათ წარმომადგენელს გამოიწვევს.

შეგახსენებთ, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics