21:48 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 13:33:11, 2246 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - ყველას ელოდება სიურპრიზი, ვისაც ჰყოფნის სითავხედე, რუსეთი მტრის როლში წარმოაჩინოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება "სკრიპალის საქმეში" შავი პიარის მეთოდს იყენებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ოფიციალური ლონდონი პროვოკაციებით და ავანტიურებით არის დაკავებული.

"საკუთარი თეორიის დამტკიცება არ შეუძლიათ, ამიტომ გადავიდნენ მსოფლიო მასშტაბის ანტირეკლამასა და შავი პიარის კონცეფციაზე. ეს უდიდესი პროვოკაციაა. მეტსაც ვიტყვი, ეს არის უდიდესი ავანტიურა",- განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ცუდად არის ჩატარებული. მანვე განმარტა, რომ ლონდონის არადამაჯერებელ არგუმენტაციას უკვე ბრიტანული მედია საშუალებებიც აქცევენ ყურადღებას.

ზახაროვას მტკიცებით, მათ, ვინც ცდილობს რუსეთი მტრის როლში წარადგინოს, "სიურპრიზი ელოდებათ".

"ყველასთვის გვაქვს სიურპრიზა, ვისაც ჰყოფნის გამბედაობა ან სითავხედე, რუსეთსა და ჰიტლერის გერმანიას შორის პარალელები გაავლოს", - განაცხადა მარია ზახაროვამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics