2018-03-26 12:53:32, 1939 ნახვა
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა დიდი ნაწილი ბავშბები არიან.
მედიის ცნობით, ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ადგილზე მობილიზებული იყო 210 მეხანძრე და 48 ერთეული ტექნიკა. მაშველებმა 20-მდე ადამიანი გადაარჩინეს. შენობიდან 100 ადამიანის ევაკუირება მოხდა.
საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებული ადამიანები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.
ცნობისთვის, ხანძარი კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში გუშინ გაჩნდა.
ავტორი: ,