2018-03-26 10:15:51, 1890 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით, 53 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით, 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძარი კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში გუშინ გაჩნდა.
ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ადგილზე მობილიზებული იყო 210 მეხანძრე და 48 ერთეული ტექნიკა. მაშველებმა 20-მდე ადამიანი გადაარჩინეს. შენობიდან 100 ადამიანის ევაკუირება მოხდა.
საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებული ადამიანები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.
ავტორი: ,