2018-03-25 17:17:43, 2343 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადიციაზე გადაწყვეტილებას გერმანიის პროკურატურა მიიღებს
კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას გერმანიის პროკურატურა მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანელი სამართალდამცავები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიჩდემონივ დღეს გერმანიაში ერთ-ერთ გზატკეცილზე დააკავეს, როდესაც ის მანქანით გადაადგილდებოდა.
შეგახსნებთ, რომ კარლეს პუიჩდემონი ამ დრომდე ბელგიაში იმყოფებოდა. თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ის ფინეთში ჩავიდა, საიდანაც მოგვიანებით ბრიუსელში გაემგზავრა. დღეს ის დანიიდან საზღვრის გადაკვეთის დროს გერმანიის პოლიციამ დააკავა.
ავტორი: ,