2018-03-25 17:08:41, 2343 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Interfax-ის ცნობით, ხანძარი კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში გაჩნდა.
მედიის ინფორმაციით, როგორც საგანგებო სამსახურებში ამბობენ, ბავშვები კვამლით გაიგუდნენ.
ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ადგილზე მობილიზებული იყო 210 მეხანძრე და 48 ერთეული ტექნიკა. მაშველებმა 20-მდე ადამიანი გადაარჩინეს. შენობიდან 100 ადამიანის ევაკუირება მოახდა.
ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. რომლებიც, ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობას შეისწავლიან.
ავტორი: ,