2018-03-25 13:53:09, 2075 ნახვა
მსოფლიო
პოლიციურ შემოწმებას რიო დე ჟანეიროში 7-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
რიო დე ჟანეიროში პოლიციის რეიდის დროს სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
პოლიციური შემოწმება ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ თებერვლიდან ხორციელდება. სპეცოპერაციებში სამხედროებიც მონაწილეობენ.
ბრაზილიელ ჯარისკაცებს ხშირად ადანაშაულებენ ძალის გადამეტებაში, რასაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. მხოლოდ 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დროს დაპირისპირებას 6 731 ადამიანი ემსხვერპლა.
თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ფაველებში სიტუაციას სრულად აკონტროლებს და ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.
ავტორი: ,