22:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 09:42:05, 461 ნახვა

პოლიტიკა
ხაბაძე: ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ დემურ დიასამიძე თანამდებობაზე დარჩეს

"ჩემი დაჟინებული თხოვნაა და ვფიქრობ დემური გაითვალისწინებს, რომ ის უნდა დარჩეს მთავრობაში“, - ასე გამოეხმაურა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის დემურ დიასამიძის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

როგორც ხაბაძემ აღნიშნა, დიასამიძის წასვლა მთავრობისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება.

„არ დავმალავ, დემური ფიქრობს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნაა და ვფიქრობ გაითვალისწინებს, რომ ის უნდა დარჩეს მთავრობაში. ის არის ჩემი გუნდის წევრი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრი გავაკეთეთ და მისი პოტენციალის, შესაძლებლობების გაშვება ხელიდან იქნება ჩვენი მთავრობისთვის ძალიან დიდი დანაკლისი“, - განაცხადა ხაბაძემ.

ამასთან, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემურ დიასამიძეს მთავრობაში სხვა თანამდებობას შესთავაზებს, თუმცა რა თანამდებობაზეა საუბარი, არჩილ ხაბაძეს არ დაუკონკრეტებია.

„გადაყვანას ვაპირებთ სხვა პოზიციაზე, უფრო დავაწინაუროთ და იქ სადაც უფრო მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მტკივნეული თემებია გასაკეთებლი, ვფიქრობთ იქ უნდა მოხდეს შესაბამისი კადრის გადაყვანა. არ გამოვრიცხავ, თვის დასაწყისში სხვა ღონისძიებებსაც“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დემურ დიასამიძემ თანამდებობა დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics