22:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 19:37:49, 603 ნახვა

პოლიტიკა
ჟურნალისტი ირაკლი კორძაია საფრთხის გამო საქართველოდან წავიდა

ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ საქართველო დატოვა. 

კორძაიას განცხადებით, მას საქართველოდან წასვლა საფრთხის გამო მოუწია.  ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი“ ავრცელებს. ჟურნალისტი თბილისიდან გუშინ გაფრინდა.
"წავედი, ხვალ დილიდან ვაპირებ რიგაში გამგზავრებას, რათა ჩემი წასვლის მიზეზებზე მივაწოდო ჟურნალისტებს ინფორმაცია ზოგადად იმ კონსოლიდირებული ზეწოლის მრვალაწახნაგებზე, რასაც ბოლო 2 თვის მანძილზე ადგილი ჰქონდა ჩემ მიმართ. მე ვერ დავინახე, რომ ხელისუფლებას გააზრებული ჰქონდა ის საფრთხე, რომლის წინაშეც დავდექი, მაგრამ მაინც პირიქით მგონია, გააზრებული აქვთ და აწყობთ, ასე რომ იყოს", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.
"ირაკლი კორძაია საქართველოდან წავიდა. მიზეზს თვითონ იტყვის. გუშინ ღამით გაფრინდა. ჰქონდა ზეწოლას ადგილი. მე როგორც ვიცი, ის იდეალები, რომელიც ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა, დაერღვა. სანამ გარანტიები არ ექნება, ვერ დაბრუნდება. აშკარად იყო ზეწოლა ამ ადამიანზე", - ამბობს სოსო ზაალიშვილი, მისი მეგობარი, რომელმაც კორძაია აეროპორტამდე მიიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ირაკლი კორძაია ევროპის რომელიმე ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას ან საქართველოში უკან დაბრუნებას და როდის.
შეგახსენებთ, 28 მარტს თბილისში, საკუთარ სადარბაზოსთან მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ოჯახის ახლობელმა ირაკლი კორძაიამ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს აყოვნებდნენ. 
“2012 წელს, როცა გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს დაუბრონდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია, ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარები. ეს გვარები არის ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნეს–ინტერესები ბატონ უდესიანთან“, – აღნიშნა ირაკლი კორძაიამ.
ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებდა, რომ თუ ირაკლი კორძაია ბიზნესმენ ხარძიანის მკვლელობაში ჯანყარაშვილის მონაწილეობის საბუთებს არ წარმოადგენდა, ან ბოდიშს არ მოიხდიდა, მაშინ მას სასამართლოში უჩივლებდა. აპრილის დასაწყისში ჯანყარაშვილმა კორძაიას უჩივლა.
ამასთან, ბესიკ ხარძიანის ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, რომ მკვლელობის კვალი შესაძლოა გია უდესიანთან მიდიოდეს, რომელთანაც ხარძიანს დავა ჰქონდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics