|
2018-03-21 12:19:50, 775 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რუსუდან რომანაძეს ელექტრო ეტლი გადაეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად სოფელ წყავროკაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსუდან რომანაძეს ელექტრო სავარძელი გადასცა. აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის" პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ელექტრო სავარძელ-ეტლები გადაეცემა. ერთ-ერთი ასეთი გადაადგილების საშუალება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის რუსუდან რომანაძეს გადაეცა. „მისასალმებელია, რომ დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით შექმნილია ახალი პროგრამა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამხმარე საშუალებების მიწოდება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. უკვე 5 ელექტრო ეტლის გადაცემა მოხერხდა ამ მოკლე პერიოდში. ეს დიდი შეღავათია ოჯახისთვის, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. წინასაარჩევნოდ, დაახლოებით 8-9 თვის წინ, ჩვენი აქ ყოფნისას ოჯახმა მოგვმართა თხოვნით ელექტრო ეტლთან დაკავშირებით და მიხარია, რომ დღეს უკვე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში , შესაძლებელია მსგავსი ელექტრო-ეტლებით უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა და ზოგადად სოციალური მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება, არის ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის პრიორიტეტი."-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს შესბამისი პროგრამაში ცვლილება განხორციელდა. 2018 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე შესაძლებელია 10 ელექტრო სავარძელ-ეტლის შეძენა. რუსუდან რომანაძის გარდა ელექტრო სავარძელ-ეტლი უკვე გადაეცა 4 ბენეფიციარს. ერთი ეტლის შესაძენად გათვალისწინეულია 3580 ლარი. გარდა აღნიშნულისა, ქვეპროგრამით გაიცემა მექანიკური და ადაპტირებული სავარძელ-ეტლები ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის. ჯამში, პროგრამით გათვალისწინებულია 210 ეტლის შეძენა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 115 800 ლარს.
(NS)
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)