22:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 14:12:29, 404 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ავსტრიის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, ტყის, გარემოს და წყლის მართვის ფედერალურ სამინისტროს შორის  გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და  ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის,  გარემოს დაცვისა და წყლის მართვის ფედერალურმა  მინისტრმა ანდრე რუპრეხტერმა მოაწერეს.

მხარეთა თანამშრომლობის  პრიორიტეტულ მიმართულებებად  განსაზღვრულია შემდეგი სფეროები: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა; მდგრადი სატყეო მეურნეობა; კლიმატის ცვლილება; ენერგოეფექტურობა,  განახლებადი ენერგიის წყაროები და ტექნოლოგიები; ჰაერის ხარისხი, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი; წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა; ნარჩენების მდგრადი მართვა, საწარმოო და სახიფათო ნარჩენების ჩათვლით; გარემოს მონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება და ანგარიშების წარდგენა; ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვა; ნებისმიერი სხვა სფერო, რომლის თაობაზეც მხარეები მიაღწევენ ურთიერთშეთანხმებას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გარემოს დაცვის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლას. მეცნიერების, ექსპერტების, მარეგულირებლების და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა პირთათვის ერთობლივი სემინარების, სიმპოზიუმების და შეხვედრების ორგანიზებას; 

მემორანდუმის ფარგლებში ექსპერტების, მეცნიერებისა და დელეგაციების ორმხრივი  ვიზიტები გაიმართება.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მხარეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics