2018-03-19 15:43:46, 2192 ნახვა
მსოფლიო
ლატვიაში კონცერტის დროს რუსი მუსიკოსები დააპტიმრეს და ქვეყნიდან გააძევეს
ლატვიაში კონცერტის დროს რუსი მუსიკოსები დააპტიმრეს და ქვეყნიდან გააძევეს, - ამის შესახებ Panorama იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები ანსამბლ "რიაზანული გარმონის" წევრები არიან.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის იოსიფ შმულევიჩის განცხადებით, ისინი კონცერტს რუსულენოვანი მაყურებლისთვის ატარებდნენ.
"ვატარებდით კონცერტს და ვულოცავდით მსმენელს 8 მარტს. აღმოჩნდა, რომ თურმე 2 კანონი დავარღვიეთ. პირველი - კომუნისტური დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალულია და მეორე, ქალაქში ბალალაიკაზე დაკვრა ნებადართული არ არის. ბოლო კანონი 2017 წლის 9 მაისს მიიღეს. პოლიციამ კონცერტი შეაჩერა და პირდაპირ სცენიდან გაგვიყვანა", - განაცხადა შმულევიჩმა.
მედიის ცნობით, ანსამბლის წევრებს ქვეყანაში შესვლის უფლება 5 წლით ჩამოართვეს.
ავტორი: ,