09:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 14:57:09, 1875 ნახვა

მსოფლიო
დასავლელ ლიდერებს პუტინისთვის გამარჯვება ჯერ არ მიულოცავთ

ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა დასავლელ ლიდერებს ამ დრომდე არ მიულოცავთ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინმა მილოცვები რამდენიმე ქვეყნის ლიდერისგან უკვე მიიღო, თუმცა მათ რიგებში დასავლეთი არ ფიქსირდება.

მედიის ცნობით, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მმიულოცეს: აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ბელარუსის, ვენესუელას, ბოლიივიის, კუბას პრეზიდენტებმა მიულოცს.

მაგალითად ილჰამ ალიევის მისალოც წერილში ნათქვამია: "ეს გამარჯვება მეტყველებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტზე და თქვენ მიერ გატარებული კურსის აქტიურ მხარდაჭერაზე".

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაჩენკომ აღნიშნა, რომ „ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება".

რუსეთის პრეზიდენტს ასევე მიულოცეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა. მისი თქმით, "პუტინის მმართველობის დროს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები საუკეთესო საფეხურზე დგას".

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აღნიშნული არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმშიც ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტს პოსტს ისევ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს. მან აღნიშნულ არჩევნებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ამომრჩეველთა 76.66% მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics