2018-03-18 13:57:55, 2195 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანის განცხადებით, სირიის ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან გაწმინდეს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან გათავისუფლებულია და მას "თურქეთის შეიარაღებული ძალების" (TAF) და სირიის გამათავისუფლებელი არმიის (FSA) მებრძოლები აკონტროლებენ.
"თურქი ერი იბრძვის ჩვენი საზღვრების შიგნით და გარეთ დღესაც იმავე განზრახვითა და რწმენით, რაც მანამდე Çanakkale- ში გააკეთა", - აღნიშნა ერდოღანმა.
მისივე თქმით, აფრინის საჯარო შენობებზე თურქეთისა და სირიის გამათავისუფლებელი არმიის დროშები ფრიალებს.
ავტორი: ,