2018-03-17 11:46:40, 2085 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი „გოგა ფოთისკი“ დააკავეს
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი იგივე „გოგა ფოთისკი“ დააკავეს, - ამის შესახებ Telegram იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 46 წლის საქართველოს მოქალაქეს 2013 წელს ბიზნესმენის ალექსანდრე ხარჩენკოს მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად.
მედიის ცნობით, გოგა ფოთისკის ხარჩენკოსთან თავიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც მან ბიზნესმენს ცივი იარაღუუთ მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
Telegram-ი წერს, რომ გოთისკისთან კიდევ 2 პირი დააკავეს, რომლებიც კრიმინალურ სამყაროსთან არიან კავშირში. დაკავებისას სამივემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
ავტორი: ,