2018-03-17 11:32:44, 2242 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიაში საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს
ავსტრიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Krone.at იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მოქალაქეებს ქურდობა ედებათ ბრალად. მათი საცხოვრებელი სახლებიდან სხვადასხვა სახის მოპარული ნივთებია ამოღებული.
მედიის ცნობით, მოქალაქეები ავსტრიაში ლტოლვილებად იყვნენ ჩაბარებული და კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ.
გამოცემა მამაკაცების იდენტიფიცირებას არ ახდენს, თუმცა ცნობილია მათი ასაკი - დაკავებული არიან 44, 36 და 31 წლის მამაკაცები.
მომხდარს ავსტრიის შს მინისტრი გერბერტ კიკლი უკვე გამოეხმაურა და პოლიცია სწრაფი რეაგირებისთვის შეაქო.
ავტორი: ,