08:16 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 12:30:52, 2172 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ

„პუტინს არ სჯერა სიყვარულის ან პატივისცემის, მას მხოლოდ შიშის სჯერა“, - ამის შესახებ,  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, თუმცა მაინც ცოცხალია, რადგან სხვებზე მეტად გაუმართლა.

„პუტინს მიაჩნია, რომ მას ყველას და ყველაფრით მანიპულირება შეუძლია. ის მიიჩნევს, რომ მსოფლიო ცინიკური ადგილია და ყველას ყიდვა შეიძლება. მას აქვს ეს უპირატესობა, ვინაიდან ის ყოველთვის ხელისუფლებაშია. დასავლელი ლიდერები იცვლებიან, ხოლო ვლადიმერ პუტინი არა. მას შეუძლია ჰქონდეს გრძელვადიანი გეგმები. გაიხსენეთ, ის არის ადამიანი, რომელიც შემპირდა, რომ ერთი ადგილით ჩამომკიდებდა. მე ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ. უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს“, - აღნიშნა  მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ქმედებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა,  რომ კრემლის ერთადერთი მიზანი მსოფლიოში შიშის დანერგვაა.

მისი თქმით, პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე სერგეი სკრიპალზე თავდასხმა არ მოხდებოდა.

„ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზი. სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის დროს რუსეთს უნდოდა მთელ მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის მოსახლეობას სცოდნოდა, რომ ეს მათი ქმედებაა. კრემლში სურთ მათი ეშინოდეთ,პუტინს არ სჯერა სიყვარულის ან პატივისცემის, პუტინს მხოლოდ შიშის სჯერა. სტალინის ეპოქის შემდეგ, მსგავსი ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვას მხოლოდ უმაღლესი ლიდერები გასცემენ. პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე ეს არ მოხდებოდა. ვფიქრობ, რუსეთს ეგონა, რომ ბრიტანეთისა და ამერიკის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი მკაცრი, თუმცა ტერეზა მეის მომხდარზე რეაგირება ძლიერი და შთამბეჭდავი იყო. ახლა უნდა მოხდეს დასავლეთის გაერთიანება და იმის დამტკიცება რომ დამნაშავე საბოლოოდ პასუხს აგებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics