2018-03-16 00:02:55, 2348 ნახვა
მსოფლიო
მაიამიში მშენებარე ხიდი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი (ვიდეო)
აშშ-ის ქალაქ მაიამიში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Miami Herald იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.
მედიის ცნობით, ჩამონგრეული ხიდის ქვეშ საავტომობილო პარკინგი იყო.
ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ხიდის გახსნა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმებოდა.
ავტორი: ,