|
2018-03-15 18:48:27, 2349 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში, აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, 2017 წლის ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენბტში კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული ალიანსის ოფიციალური პოზიცია, რომ ის ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია საერთაშორისო მისიებში საქართველოს დიდი როლი. „ნატოს სამიტზე აქ, ბრიუსელში ველი საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის აღიარებას. ასევე საქართველოს შეაქვს უმნიშვნელოვანესი წვლილი საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით ავღანეთში, როდესაც გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტს შევხვდი, სამძიმარი გამოვუცხადე საქართველოს მოქალაქის გამო, რომელიც მოკლეს. ასევე მოვუწოდე მაშინ რუსეთს, რომ უზრუნველეყო იმ ორი გატაცებული პირის გათავისუფლებაც. ნატო განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმ რეფორმები, რომლებიც ტარდება და ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთთან დიალოგში ჩართვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, ალიანსის გენმდივანმა რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე საუბრისას საქართველოს მაგალითიც მოიყვანა. „საქართველოში, ასევე მოლოდვაში რუსი სამხედროების ყოფნა, ამ სახელმწიფოების ნების საწინააღმდეგოდ, ყირიმის არალეგალური ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების მხარდაჭერა, მონტენეგროს შიდა საქმეებში ჩარევა, დემოკრატიული არჩევნებისა და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა ახლო აღმოსავლეთში – ეს არის რუსეთის ქმედებების ჯაჭვი, რომელიც წინ უსწრებდა სოლბერიში მოწამვლას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ შეიარაღებული ძალების გაძლიერებასა და აღჭურვილობის მოდერნიზაციაზე დახარჯულ დიდ თანხებზე. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ახალ იარაღს ქმნის და საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)