2018-03-15 11:54:30, 2004 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
გერმანიის ქალაქ პადერბორნში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ radiohochstift იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ბრალდებულები შემუშავებული სქემით მუშაობდნენ, რომლის მიხედვითაც 2 მათგანი ადგილობრივ სუპერმარკეტებში ქურდობდა.
მედიის ცნობით, ქურდობის შემდეგ ისინი ტერიტორიას ავტომანქანით ტოვებდნენ, რომელშიც მათ მესამე ეჭვმიტანილი ელოდებოდათ. მათი დაკავება გერმანიაში ქურდობის მორიგი მცდელობის დროს მოხდა.
ავტორი: ,