|
2015-05-18 19:31:25, 334 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: დარწმუნებული ვარ, რიგის სამიტზე საქართველოს მონდომების ადეკვატური პასუხი იქნება
„დარწმუნებული ვარ, რიგის სამიტზე იმ მონდომების ადეკვატური პასუხი იქნება, რაც საქართველოს აქვს ევროპაში ინტეგრაციული პროცესების მიმართ“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოკეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა სერიოზული მუშაობა გაწია და აჩვენა, რომ ევროპული არჩევანი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დომინირებს. „რიგის სამიტთან დაკავშირებით და საქართველოს მიერ გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, და ვიტყოდი გლობალურად, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სერიოზული მუშაობა გაწია ძალიან მოკლე დროში და ნათლად აჩვენა როგორც ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, ისევე ქართულ საზოგადოებას, რა წარმოადგენს ქართული პოლიტიკის მთავარ მიზანს და ნათლად აჩვენა, რომ ევროპული არჩევანი, ევროპაში ინტეგრაციის პროცესი ერთმნიშვნელოვნად დომინირებს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში და ჩვენს მთავრობასა და პარლამენტში. გაწეულ იქნა სერიოზული სამუშაო და დარწმუნებული ვარ, რომ რიგის სამიტზე ადეკვატური პასუხი იქნება იმ მონდომების, იმ ჩართულობის საპასუხოდ, რაც საქართველოს აქვს ევროპის მიმართ და ევროპაში ინტეგრაციული პროცესების მიმართ. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ ვესაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, ჩვენ ევროპელ კოლეგებს, თუნდაც ახლახან ბრიუსელში, დავინახეთ, რომ ამ სამუშაოს შეფასების ძალიან კონკრეტული და სპეციფიური კრიტერიუმი გააჩნიათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.მნიშვნელოვანი იყო ის, რომ როდესაც ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ვლაპარაკობდით, საუბარი არ იყო ზოგადი გარემოს ან კრიტერიუმების შესახებ, არამედ საუბარი იყო მიბმული ძალიან სპეციფიურ დეტალებთან, ნაწილი რომლებისაც საქართველომ უკვე შეასრულა, ხოლო გარკვეულ ნაწილს კიდევ სჭირდება დრო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო არ გაიწელება ძალიან დიდხანს. მაგრამ ჩვენ დავინახეთ კონკრეტული საუბარი, რომელიც მოკლებული იყო ზოგად მსჯელობებს“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა ასევე რიგის სამიტის ირგვლივ შექმნილ პოლიტიკურ ატმოსფეროზეც ისაუბრა: „რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომელიც არის რიგის სამიტის ირგვლივ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პრინციპული ემოცია, ემოცია, რომელიც დაკავშირებული იყო თანამშრომლობასთან ერთიან სივრცესთან, იმასთან, რომ აქედან ყველა მონაწილე ქვეყანა გამოდის მოგებული.შევძლოთ და არ შევიდეთ იმ პარადიგმაში, რომელიც შექმნა რუსეთის ფედერაციამ ვილნიუსის სამიტის შემდეგ.როდესაც თითქოს დაპირისპირების ფორმით იქნა წარმოდგენილი თანამშრომლობა ევროპასთან და ასე ვთქვათ ქვეყნებს უნდა ჰქონოდათ ასარჩევი, რუსეთან ითანმშრომლებდნენ, თუ ევროპასთან. იმ მიზნის შენარჩუნება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის მომგებიანი ყველა ქვეყნისთვის და მოაქვს სტაბილურობა, იმედი მაქვს, რიგის სამიტზე ეს ემოცია იქნება დომინანტური და ვნახავთ ძალიან პრინციპულ ნაბიჯებს, რომელიც იქნება გადადგმული აღმოსავლეთ პარტნიორბისა და ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)