20:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 19:24:43, 380 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რიგაში საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის თაობაზე ნათელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

„ჩვენ გამოვხატეთ იმედი, რომ რიგაში იქნება  მიღებული ნათელი გადაწყვეტილებების  საქართველოს ევროპასთან მომავალი ინტეგრაციის თაობაზე და  იმ სამუშაოს თაობაზე“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისივე თქმით, ავსტრია საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია. 
„შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემატიკის შესახებ, რომელიც ეხებოდა როგორც ორმხრივ  ასევე მრავალმხრივ საერთაშორისო  კონტექსტებს, პირველ რიგში  ჩვენ გამოვხატეთ მადლობა, ჩვენი ავსტრიელი მეგობრების მიმართ,  რადგან ისინი აქტიურად და მყარად უჭერენ მხარს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში  აქტიური ინტეგრაციის პროცესს.  ავსტრია აქტიური მხარდამჭერი იყო საქართველოს ევროპული  განვითარების კურსის,  ჩვენ ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის განვითარების შესახებ, ჩვენი ავსტრიელი მეგობრები  არიან ძალიან აქტრიურები. სწორედ ხედავენ  საქართველოს მნიშვნელოვან როლს და  ეხმარებიან იმ მიმართულებით, რომ შავი  ზღვა და მისი ეს რეგიონი განვითარდეს  როგორც თანამშრომლობის, მეგობრობის  და შესაძლებლობების რეგიონი.  ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის საფრთხეების შესახებაც,  ის სირთულეები, რომელიც შექმნილია რეგიონში, ის დაძაბულობა, რომელიც არის უკრაინაში, ის დაძაბულობა, რომელიც იყო საქართველოში  ყოველივე ეს ხელს უშლის რეგიონის მშვიდობიან განვითარებას და ბუნებრივია,  ჩვენ ვხედავთ, რომ ავსტრია მყარად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნების მშვიდობიან  განვითარებას,  ჩვენ ვისაუბრეთ  იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საქართველოს ექმნება  ასოცირების ხელშეკრულებით და იმ ეკონომიკური  პოტენციალის შესახებ,  რაც საქართველოს გააჩნია ასოცირების ხეკშეკრულების გაღრმავების და იმპლემენტაციის  თვალსაზრისით. 
 ჩვენ გამოვხატეთ იმედი, რომ რიგაში იქნება  მიღებული ნათელი გადაწყვეტილებების  საქართველოს ევროპასთან მომავალი ინტეგრაციის თაობაზე და  იმ სამუშაოს თაობაზე, რომელიც  სქართველომ როგორც სახელმწიფომ  განახორციელა ბოლო პერიოდის  განმავლობაში.  ჩვენ ვისაუბრეთ იმ ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გვაქვს ავსტრიასთან, მადლიერება გამოვხატეთ იმ პროექტებისთვის, რომელიც ჩვენი ავსტრიელეი პარტნიორები ახორციელებენ და მე მივესლამები იმ ბიზნეს ფორუმს, რომელიც ხვალ გაიხსნება“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics