07:12 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 15:34:35, 455 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: მერიამ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია უნდა გამოისყიდოს

თბილისის მერიამ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია უნდა გამოისყიდოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების კომისიების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარაშვილის ქუჩაზე  კორპუსების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ.
ელისაშვილის თქმით, მწვანე საფარის გადასარჩენად ან ტერიტორიის გამოსყიდვა უნდა მოხდეს, ან მშენებლობის ადგილმონაცვლეობა უნდა განხორციელდეს.
„ამ ტერიტორის გამოსყიდვა უნდა მოხდეს. ეს არის მზა სკვერი, რეკრეაციული სივრცე, რომელიც დანაშაულებრივად გაიყიდა. მერიამ, რომელსაც თავზესაყრელი ფული აქვს და ვერ ხარჯავს, უნდა გამოისყიდოს და მას რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა მიანიჭოს. საჭირო თანხა არქიტექტურის სამსახურმა უნდა დათვალოს, სულ 11 ნაკვეთია. დეველოპერები არ უნდა კარნახობდნენ ქალაქს, თუ რა უნდა კეთდებოდეს, პირიქით უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, 27 აპრილს იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ხე მოიჭრა, 30 ხის მოჭრაზე  კი ნებართვა იყო გაცემული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics