06:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 14:21:17, 1373 ნახვა

კომენტარი
რატიანი: ერთად დგომაზე საუბრის ნაცვლად, უმრავლესობის წარმომადგენელი ომში საქართველოს მხარეს ადანაშაულებს

"სამწუხაროა, იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ნაციონალურ ერთობაზე,   2008 წლის ომთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენელი საქართველოს მხარეს ადანაშაულებს და რუსეთის დისკურსს იმეორებს",-ასე გამოეხმაურა "ევროპული საქარათველოს" წევრი სერგო რატიანი უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებას.

"სამწუხაროა, იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ნაციონალურ ერთობაზე და პრინციპულად ერთად დგომაზე, როცა მტერთან და ასეთ მოვლენებზეა  საუბარი,  2008 წლის ომთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენელი საქართველოს მხარეს ადანაშაულებს და იმეორებს რუსების დისკურსს საქართველოს მხარის დანაშაულებზე",-განაცხადა რატიანმა.

"როდესაც ოპოზიციის გარკვეული ფლანგი მიგვიწოდებს-ყველაფერი გააკეთეთ, ჩვენ ყველაფერი არ უნდა გავაკეთოთ და ყველაფერს არ გავაკეთებთ იმიტომ, რომ იმ ყველაფერში უკვე 2008 წელია და 2008 წელზე უფრო მწვავე და საშინელი ფინალი",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების  ფაქტის ირგვლივ  ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

მან ყველას ფრთხილი ნაბიჯებისკენ მოუწოდა:

 "არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ის, რაც დღეს ხდება, შავი სცენარის პროლოგია, მაგრამ თუ ყცელაფერზე წავალთ, რა იყო ამასწინათ, მაშინ ბუნებრივია  ჩვენ ფინალი ძალიან კარგად ვიცით.არ მინდა, ახლა ეს შავი სურათი დავხატო-ნახევარი გაქცეული, ნახევარი დაღუპული, ნახევარი იქით და შულავერის მთავრობა მოლოდინში და ა.შ.მოვუწოდებ ყველას, დანაღმულ ველზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, აწონილ-დაწონილი ნაბიჯები გადავდგათ",-განაცხადა ქანთარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics