06:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 13:54:26, 1532 ნახვა

კომენტარი
ქანთარია დე-ფაქტო ხელისუფლებას: ნუ ჩარევთ ახალგაზრდებს ამ ვითარებაში

"ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი სასტიკი, უმწეო რეალობა, რომლის წინაშეც  აღმოვჩნდით", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ცხედრის ამ დრომდე ოჯახისთვის არ გადაცემის ფაქტს.

"დღეს ყველა ნორმალური, ქვეყანაზე მოფიქრალი  ადამიანი არის აღშფოთებული, შეშფოთებული და რა თქმა უნდა გამოთქვამს სამძიმარს ახალგაზრდა კაცის ცხინვალის იზოლატორში დაღუპვის გამო. მე ვუერთდები ამ სამძიმარს. ამ ფაქტმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი სასტიკი, უმწეო რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით, როცა არ შეგიძლია იქ ჩახვიდე, არ შეგიძლია, გამოიძიო",-აღნიშნა ქანთარიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ცხინვალში გამართულ აქციას, სადაც  აქციის მონაწილეებმა ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის არ გადაცემა მოითხოვეს. ქანთარიამ დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდები ამ პროცესებში არ ჩართონ:

 "ჭირისუფალის მიერ თავისი მიცვალებულის მოპარვის ფაქტიც არსებობს, მაგრამ ნამდვილად არ მსმენია პატარა ბავშვების გამოყვანა აქციაზე და აძახებინონ, რომ ცხედარი არ უნდა წაიღოს ჭირისუფალმა. მინდა, მივმართო დეფაქტო ხელისუფლებას, თქვე კაი ხალხო, რატომ აყენებთ ამ ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში, რატომ უზიანებთ მათ მეხსიერებას. ჩვენ ხომ ყველანი ამ წუთისოფელში დროებით ვართ, ყველაფერი მართლაც ზევით აბარია და თქვენც ხომ იცით და ჩვენც დარწმუნებული ვართ, ეს ახალგაზრდები გაიზრდებიან, ბევრ რამეს წაიკითხავენ, ჩამოვლენ თბილისში, ისწავლიან, იმუშავებენ. თბილისის გავლით ევროპაშიც წავლენ. იქნებ გვეფიქრა ამაზე. გასაგებია ის ტკივილიც, რომლებიც ოჯახებს ცხინვალში აქვთ თავიანთი დაკარგული შვილების გამო, მაგრამ ნუ ჩავრევთ ახალგაზრდებს ამ ვითარებაში",-აღნიშნა ქანთარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics