|
2018-03-05 17:33:10, 1549 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით კითხვები საფუძველს მოკლებულია
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ იმ ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რომლითაც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა. მისი განცხადებით, კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის ინტერესები გათვალისწინებულია და იმ კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს ყველა პარტიას მიუწვდება ხელი. მისივე თქმით, კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები საფუძველს მოკლებულია. „კომისიის შემადგენლობა არის განახლებული და კომისიაში სამივე საპარლამენტო პარტიას ჰყავს მისივე დასახელებული კანდიდატურა. ასევე წარმოდგენილია კანდიდატურები ომბუდსმენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რეგლამენტით მონიჭებული, რომ ოთხივე კანდიდატი ავიყვანოთ პარტიული პრეფერენციებიდან გამომდინარე, თუმცა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგები, გავითვალისწინებთ თუ არა ოპოზიციის ინტერესებს. კომისიის შემადგენლობაში ეს ინტერესები გათვალისწინებულია. შესაბამისად, ყველა პარტიას მიუწვდება ხელი იმ კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს. 12 კანდიდატი უნდა წარმოადგინოს კომისიამ და პრეტედენტი არის 14, ამაზე მეტი დისკრეცია კომისიას არ აქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთის, "ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება პოლიტიკური დაკვეთით ხდება".
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)