03:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 14:49:20, 1461 ნახვა

კომენტარი
დავით სერგეენკო: მჯერა, რომ თამბაქოს კონტროლის შედეგად ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ

"მჯერა, თამბაქოს კონტროლი უმნიშვნელოვანესი მიღწევა გახდება და  ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ",- ამის შესახებ დაავადებათა  თბილისის პარლამენტში განაცხადა, სადაც "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია "გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან" გაიხსნა.

მან საქართველოს პარლამენტს, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტს ამ ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

 " მთავარი ამოცანაა საზოგადოების ცნობადობის გაზრდა ამ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რა მძიმე დაავადებებს იწვევს, შედარებით ახალგაზრდა ისტორია აქვს. მჯერა, რომ თამბაქოს კონტროლი უმნიშვნელოვანესი მიღწევა გახდება იმ მიღწევებს შორის, როგორიცაა მაგალითად ახალი პრეპარატის აღმოჩენა და ა.შ. გვჯერა, რომ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ", -  აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან  თამბქოს მოწევა  აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევა აიკრძალება  ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics