03:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 13:57:30, 1665 ნახვა

კომენტარი
კალაძე - მათ, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, დროებით სხვა ფართებში შეეძლებათ გადანაწილდნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებსს განუცხადა, იმ ადამიანებს, რომელთა პროდუქციაც ხანძარს გადაურჩა, საშუალება მიეცემათ, დროებით ალტერნატიულ ფართებში განთავსდნენ და საქმიანობა გააგრძელონ.

"იმ ადამიანებს, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გვერდით ფართებში განთავსდნენ და საქმიანობა გააგრძელონ. როგორც ბაზრის ადმინისტრაცია საუბრობს და გვეუბნება, შენობაში ელექტროობის გამოცვლა რამდენიმე თვის წინ მოხდა. შეიძლება ითქვს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართული იყო, თუმცა ხანძარი მაინც მოხდა. მიზეზები უკვე გამოძიების მიერ დადგინდება. როგორც კი, ესპერტ-კრიმინალისტები დააასრულებენ მუშაობას, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება", - განაცხადა მერმა.

რაც შეეხება სესხების მქონე მოვაჭრეებს, კალაძის თქმით, ადმინისტრაცია მზად არის ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად შეხვდეს და გაიაროს თითოეულ დაზარალებულთან მათი მდგომარეობა. 

"უნდა მოხდეს საქონლის აღწერა, რომ ინდივიდუალურაად მოხდეს გდაწყვეტილების მიღება", - დასძინა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics