|
2015-05-16 11:11:17, 337 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა თინათინ ხიდაშელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელებაზე და რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის სახელით საქართველოს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა. ელჩის განცხადებით, ევროკავშირის მხარე მზადაა ქართულ მხარესთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)