01:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 14:27:39, 1546 ნახვა

კომენტარი
მახარობლიშვილი: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ტატუნაშვილის გარდაცვალებას შესაფერისი რეაგირება მოჰყვეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს შესაფერისი რეაგირება მოჰყვეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის  დაყენების ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს:

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაფერისი რეაგირება მოჰყვეს ამ საზარელ შემთხვევას. ძალიან მძიმე შემთხვევას. ბუნებრივია,ქართული მხარე ყველა პლატფორმას, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს საკითხის დაყენების. მისასალმებელია ევროკავშირის მხრიდან განცხადების გაკეთება. მოლოდინი გვაქვს, სხვა პარტნიორებიც ამ მიმართულებით გააკეთებენ  განცხადებებს და შესაბამის შეფასებას მისცემენ. საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს იმყოფება ჟენევაში, სადაც მონაწილეობას ღებულობს ადამიანის უფლებათა  მაღალი სეგმენტის კუთხით სხდომაში და თავის გამოსვლაში აუცილებლად ისაუბრებს ამ შემთხვევაზე. ყურადღება გამახვილდება ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებზეც“,-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს  კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics