01:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 09:40:34, 1592 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს დროული და ადექვატური რეაგირება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაგრძელდება აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მექანიზმები.

მისივე თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ამგვარი მექანიზმების შექმნა.

„პირველ რიგში მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს, რადგანაც ყველას გვტკივა და განვიცდით, ჩვენი ტერიტორიებისა და რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ძალიან მძიმე შედეგს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს დროული და ადექვატური რეაგირება. რა თქმა უნდა ეს ფაქტი ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ ამასთან ერთად მინდა განვაცხადო, რომ მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას და გავაგრძელებთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისკენ და ვერანაირი დაბრკოლება ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის", - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ასევე, შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც არსებობს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარე მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ამ პროცესში ჩართულები არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით, ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც გააერთიანებს და შეარიგებს ჩვენ საზოგადოებებს და არ მისცემს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ამ პროცესის ხელის შეშლის შესაძლებლობას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics